შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნორთვუდის საზღვაო ძალების შტაბ-ბინას ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში, შალვა ხუციშვილი ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდალს, ვიცე-ადმირალ კლაივ ჯონსტონთან შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: შავი ზღვის რეგიონში სარდლის მრჩეველი, პირველი რანგის კაპიტანი ლუის ნარდიზი, ნატოს სარდლობის სამხედრო-სამოქალაქო დირექტორატის უფროსის მოადგილე, მეორე რანგის კაპიტანი რუდიგერ სოლფი და დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კახა ქენქაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს საზღვაო ძალების სარდლობასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.