შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 800–მდე მანდატურის თეორიული სწავლება დასრულდა. პროექტის დასკვნით ნაწილში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა სწავლების ყველა მონაწილეს თეორიული კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიებას საგანმანათლებლოდაწესებულების მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი ნატალია ჭრელაშვილი დაესწრო.
პროექტის მიზანი იყო სამოქალაქო უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების მართვის თეორიულ საკითხებში ცოდნის დონის ამაღლება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლების დახმარებით, 800-მდე მანდატურმა და პედაგოგმა, ორი თვის განმავლობაში, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ თეორიული სწავლების კურსი გაიარა. ისინი ეტაპობრივად ჩაერთვებიან სხვადასხვა სკოლაში დაგეგმილ სიმულაციურ სწავლებებში და საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისათვის საჭირო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც შეიძენენ.
მანდატურებისა და პედაგოგების თეორიული და პრაქტიკული გადამზადება საქართველოს ყველა რეგიონში იგეგმება.