შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, სამინისტროს სხვა უწყებებთან ერთად, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ქ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოიფინა სახანძრო და სამაშველო ტექნიკა, ასევე, ჩატარდა სიმულაციური ჩვენებები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა და შსს-ს მინისტრმა მიმართა. ღონისძიების ფარგლებში „10 წლიანი უმწიკვლო სამსახურისთვის" ჯილდო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების უფროსმა, პოლიციის მაიორმა, მალხაზ ლაგურაშვილმა მიიღო. ღონისძიებას სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი მოადგილეებთან ერთად დაესწრო.