შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ვ.მ. და 1964 წელს დაბადებული ლ.ა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 - ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
დაკავებულებმა მიმდინარე წლის 3 ივნისს, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზე, გამარჯვების პარკში მიმდინარე აქციის დროს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.