2016 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა სისტემაში განვითარების საკითხებზე კოორდინირებულად მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანება.
ზემოაღნიშნული ბრძანების მიზანია:
- სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების თანაბარი განვითარებისათვის საჭირო კოორდინაციის ფორმატის შექმნა
- განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ საერთო ხედვის ჩამოყალიბების ხელშეწყობა
- განვითარების პროცესის ეფექტურობის გაზრდა
მინისტრის ბრძანების თანახმად, სამინისტროში კოორდინაციის პროცესს განვითარების მიმართულებით უზრუნველყოფს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი. დეპარტამენტი რეგულარულად გაუწევს ორგანიზებას განვითარების საბჭოს შეხვედრებს, რომელსაც მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს.