სამინისტროს სისტემური ფუნქციონირების შეფასების მეთოდოლოგიის დასადგენად კვლევის და განვითარების დეპარტამენტმა განახორციელა საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა/ანალიზი, რის შედეგადაც შეიქმნა საერთო შეფასების კითხვარი, რომელიც შესავსებად დაეგზავნა შსს ყველა სტრუქტურულ ქვედანაყოფს. მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის, ბატონ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, კვლევის და განვითარების დეპარტმენტს დაევალა შსს გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება, რომლის შედეგად მოხდება შსს თითოეულ დეპარტამენტში არსებული მდგომარეობის უფრო დეტალური შესწავლა და გაიწერება სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები. განვითარების სტრატეგიასთან ერთად შემუშავდება სამოქმედო გეგმა, რომელიც ასახავს თითოეული აქტივობის განხორციელებაზე პასუხისმგებელ დეპარტამენტს, გასატარებელი ღონისძიების შესრულების დროს და დაფინანსების წყაროებს. შემუშავებული დოკუმენტი თანხვედრაში იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ სტანდარტებთან, რომელიც ეხება სტრატეგიების და სამოქმედო გეგმების შემუშავების ფორმას და შინაარს.