შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლზე 5 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, მათ შორის იყო სამი მცირეწლოვანი. ზღვის მოქცევის დროს წყალმა დამსვენებლები სიღრმისკენ გაიტაცა. სანაპიროზე მყოფი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველები მათ გადასარჩენად ზღვაში დაუყოვნებლივ შევიდნენ. სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. განსაცდელში მყოფი ხუთივე პირი მაშველებმა ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარება მათ ადგილზევე გაეწიათ. ამ დროისთვის ბავშვების, მათი მამისა და თანმხლები პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.