შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბნის დაცული ტერიტორიის მიმდებარედ გაჩნდა ხანძარი. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა შსს-ს მეხანძრე-მაშველთა ორი ჯგუფი, რომლებმაც ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე წუთში შეძლეს.
მომხდარის შედეგად, ჯამში, 500 კვ/მ ფართობზე დაიწვა ბალახი, ბუჩქნარი და რამდენიმე ხე. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დროული რეაგირების შედეგად, ხანძარს გარდაბნის დაცულ ტერიტორიაზე ფართო მასშტაბისთვის არ მიუღწევია.
ამ დროისათვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.