შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ბულაჩაურის ხიდიდან, მდინარე არაგვში გადავარდნილი მანქანიდან ხუთი ადამიანი ამოიყვანეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112’’-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბულაჩაურში, ავტომანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს
მცხეთის და დუშეთის განყოფილებებიდან სამაშველო ჯგუფის მობილიზება. მაშველებმა მანქანაში მყოფი ხუთი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს მდინარიდან. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხუთივე მათგანი პროფილაქტიკის მიზნით, დუშეთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.