შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • მაშველებმა არაგვში გადავარნილი მანქანიდან 5 ადამიანი ამოიყვანეს (EN)
26-02-2015

მაშველებმა არაგვში გადავარნილი მანქანიდან 5 ადამიანი ამოიყვანეს (EN)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ბულაჩაურის ხიდიდან, მდინარე არაგვში გადავარდნილი მანქანიდან ხუთი ადამიანი ამოიყვანეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112’’-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბულაჩაურში, ავტომანქანა ხიდიდან მდინარეში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს

მცხეთის და დუშეთის განყოფილებებიდან სამაშველო ჯგუფის მობილიზება. მაშველებმა მანქანაში მყოფი ხუთი ადამიანი უვნებლად ამოიყვანეს მდინარიდან. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხუთივე მათგანი პროფილაქტიკის მიზნით, დუშეთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.