საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგენილია.
საპატრულო პოლიციის რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება რეკომენდებულია ზამთრის საბურავებით და დაბალი სიჩქარით.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და მაქსიმალურად დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები.