დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.
• გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია - 4 ვაკანსია;
• გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისის სამმართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია - 10 ვაკანსია;
• გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონული სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია - 10 ვაკანსია.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
- განცხადებების გადარჩევა
- ტესტირება (პროფესიული და ზოგადი უნარები)
- გასაუბრება
- ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი.