შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • Home
  • News
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკ...
15-02-2019

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა (EN)

დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.
• გამოძიების ხარისხის ანალიზისა და შეფასების სამმართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია - 4 ვაკანსია;
• გამოძიების ხარისხის მონიტორინგის თბილისის სამმართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია - 10 ვაკანსია;
• გამოძიების ხარისხის მონიტორინგის რეგიონული სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის პოზიცია - 10 ვაკანსია.
კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
- განცხადებების გადარჩევა
- ტესტირება (პროფესიული და ზოგადი უნარები)
- გასაუბრება
- ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 28 თებერვალი.
ვაკანსიებისა და კონკურსის პირობების გასაცნობად ეწვიეთ: police.ge/page/164