- ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება
შსს-ს საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ორმხრივი თანამშრომლობის დამყარება, განვითარება და გაღრმავება. აღნიშნული თანამშრომლობა განხორციელდება არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით: შსს-ს კომპეტენციაში არსებული ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე, მომზადდება და განხორციელდება თანამშრომლობის პროგრამები, შსს-ს კომპეტენციით ახალი ხელშეკრულებების დადების ინიცირება, ორმხრივ ფორმატში სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ჩატარების უზრუნველყოფა და მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმების იმპლემენტაცია.