შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან - როზარია პუგლისთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 5-წლიან მოღვაწეობას ასრულებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე - პირიტ პიკერი და ახალდანიშნული სამხედრო მეკავშირე ოფიცერი - რუშენ აბიდინოღლუ.
ვახტანგ გომელაურმა როზარია პუგლისს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.