შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან - კრისტიან ურსესთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 5-წლიან მოღვაწეობას ასრულებს.
ვახტანგ გომელაურმა კრისტიან ურსეს მადლობა გადაუხადა საქართველოში წარმატებული მოღვაწეობისთვის, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ევროპის საბჭოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს დახმარებით შინაგან სამინისტრო გაძლიერდა არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით - დისკრიმინაციასთან და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბრძოლა, კიბერდანაშაულთან ბრძოლა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.