შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. "ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში" ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ვახტანგ გომელაურმა პარკში მდებარე მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო.
დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავია.