შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური საქართველოში ინდოეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნილაქში საჰა სინჰას (რეზიდენციით ერევანში) შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ალექსი ბატიაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს არსებული პერსპექტივები და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით.
ვახტანგ გომელაურმა ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს წარმატებები უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში. ელჩმა ნილაქში საჰა სინჰამ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნა ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა და ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.