შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა, პროექტის - "მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" - ფარგლებში, სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის მიერ მთელი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლების მხრიდან, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში განხორციელებული ინტენსიური საქმიანობა.
ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისათვის.
ვახტანგ გომელაურის სიტყვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში