შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, პირადი შემადგენლობისთვის სიტყვით მიმართვისა და მილოცვის შემდეგ, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და ეკიპირება დაათვალიერა. ვახტანგ გომელაურმა თავდაცვის ძალების დღე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად მიულოცა.