112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

სიახლე

30-01-2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ ახალი პროექტის - „შსს-ს არქივი - მემატიანე“ პრეზენტაცია გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ სამაგიდე თამაშის - „შსს-ს არქივი - მემატიანე“ - პრეზენტაცია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართა. ახალი პროექტი დამსწრე საზოგადოებას აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ლექტორები და სტუდენტები დაესწრნენ. ვრცლად


26-01-2018

პროექტის – „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი“– მეორე ეტაპის პრეზენტაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ და შსს არქივმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთაd პროექტის – „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი“ – მეორე ეტაპის პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თელავის, გორის, ზუგდიდის და ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, ისტორიის ფაკულტეტების სტუდენტები, საჯარო სკოლების ისტორიის პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ. ვრცლად


29-12-2017

2018 წლის კალენდრის პრეზენტაცია

ახალი კალენდარი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. კალენდარში წარმოდგენილი დოკუმენტები დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდს ასახავს. მართალია, დემოკრატიულმა სახელმწიფომ სულ რაღაც სამი წელი იარსება, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.
კალენდრის ფურცლებზე საზოგადოებისთვის უცნობი საარქივო დოკუმენტებია წარმოდგენილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები. ვრცლად


26-12-2017

„აღადგინე ისტორია არქივთან ერთად, არქივის კვალდაკვალ - ბათუმი “

26 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება აჭარის საარქივო სამმართველომ ერთობლივი წიგნის - „არქივის კვალდაკვალ - ბათუმი“ პრეზენტაცია გამართა.
გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის პროექტის - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“ ფარგლებში მომზადდა. ვრცლად



06-10-2017

ქართველი და აფხაზი მეცნიერების ერთობლივი გამოცემის პრეზენტაცია
თბილისში გაიმართა

შსს-ს არქივის პროექტის - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“ - ფარგლებში, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მომზადებული ქართულ-აფხაზური ერთობლივი გამოცემის - „დიდი ტერორი აფხაზეთში (აფხაზეთის ასსრ 1937-1938 წწ.)" პრეზენტაცია თბილისში გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა გახსნა. ვრცლად


19-09-2017

შსს- აკადემიამ აჭარის საარქივო სამმართველოსთან
მემორანდუმი გააფორმა

შსს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - საარქივო სამმართველოსუფროსმა, მაია ივანიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეთანხმების მიზანია შსს არქივისა და აჭარის საარქივო სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული მასალების ერთობლივიკვლევა და კვლევის შედეგების განსაჯაროება. ვრცლად


14-09-2017

შსს არქივს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივნის, ბესარიონ ლომინაძის პირადი არქივი გადაეცა.

ბესარიონ ლომინაძე - საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1922-1924
წლებში. 1930 წლის მაისში აირჩიეს საკავშირო კპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად. სტალინის
პოლიტიკით განაწყენებულმა ლომინაძემ იმავე წელს შექმნა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფი. ვრცლად


13-09-2017

შსს -ს აკადემიამ პოლონეთის სამხედრო მუზეუმის დირექტორს, ადამ ბულავას თანმხლებ დელეგაციასთან

შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და შსს-ს არქივის დირექრორმა, ომარ თუშურაშვილმა პოლონეთის სამხედრო მუზეუმის დირექტორს, ადამ ბულავას თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უმასპინძლეს. ვრცლად


04-09-2017

შსს- არქივმა ჟურნალსაარქივო მოამბისმე-18 ნომრის
პრეზენტაცია გამართა

ინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გამოცემული ჟურნალ ,,საარქივო მოამბის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა. ვრცლად


14-07-2017

შსს- აკადემიაში პროექტის - „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი
შუალედური მოსმენა გაიმართა

შსს-ს აკადემიაში პროექტის - „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი“ - მონაწილე ხუთი ჯგუფის შუალედური მოსმენაგაიმართა.
ჟიურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა თემატური ბლოკიდან„უახლესი ისტორია“, შერჩეულითემების მიხედვით,

თავიანთი ნაშრომები წარუდგინეს. ჟიურის წევრებმა: შსს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ ,

შსს არქივის დირექტორმა, ომარ თუშურაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს შენიშვნები და რეკომენდაციები მისცეს. ვრცლად


29-06-2017

შსს არქივის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით პოლონეთში

იმყოფებოდნენ

შსს აკადემიასა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შსს არქივის წარმომადგენლები პოლონეთის რესპუბლიკაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში შესაბამისი დარგის ექსპერტებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა. ვრცლად


24-05-2017

შსს-ს აკადემიაში ჟურნალსაარქივო მოამბისმე-17 ნომრის პრეზენტაცია

გაიმართა

შსს-ს აკადემიაში შსს-ს არქივის მიერ მომზადებული ჟურნალის „საარქივო მოამბის“ მე-17 ნომრის პრეზენტაციაგაიმართა. ახალ ნომერში თავმოყრილია საბჭოთა პერიოდში გერმანიასა და საფრანგეთში წასული ქართვე-ლი ემიგრანტების ცხოვრების ამსახველი მასალები, მათ შორის, ტიტე მარგველაშვილის, დათაშკა კავსაძეს, სპირიდონ ჭავჭავაძისა და სხვათა ცხოვრების დასაქართველოს დამოუკიდებლობითვის მათი ბრძოლის ქრონიკები. ჟურნალში მოთხრობილია ვერმახტის ქართული ლეგიონისგენერლის, შალვა მაღლაკელიძის შესახებაც. ვრცლად



22-04-2017

შსს არქივის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვია

შსს- აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს არქივის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით პოლონეთისრესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის პრეზიდენტ დოქტორიაროსლავ ჟარეკთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ვრცლად




21-25 თებერვალი 2017

შსს-ს არქივმა ბათუმში საბჭოთა ოკუპაციის თემაზე მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გამართა

შსს-ს არქივმა ბათუმში საქართველოს გასაბჭოების თემაზე მომზადებული წიგნის - „საქართველოს ოკუპაცია, ბოლშევიკურიინტერპრეტაციები (1921)“ - პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიეძღვნა.
წიგნში თავმოყრილია შსს არქივში დაცული, საქართველოს გასაბჭოების ამსახველი მასალები - რუსი სამხედრომოსამსახურეების ჩანაწერები საქართვე-ლოს ოკუპაციისა და ქვეყანაში გატარებული პერიოდის შესახებ. ვრცლად


20-02-2017

შსს-ს არქივმა უნიკალურ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გამართა ოკუპაციის მუზეუმში

შსს-ს არქივის მიერ, კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს გასაბჭოების პერიოდზე მომზადებული მონოგრაფიის - „მშვიდობით, ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!“ - პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი გივიმიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის - „სამხრეთკავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ - დირექტორი თომას შრაპელი... ვრცლად


28-12-2016

შსს-ს აკადემიის და შსს-ს არქივის ხელმძღვანელები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შსს-ს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა თბილისის 155-ე, მე-60, 126-ე საჯარო სკოლების, პირველი გიმნაზიისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ისტორიის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს არქივში უმასპინძლეს.

ვრცლად


15-12-2016

ქ. თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად შსს არქივში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამასთან არსებული პრაქტიკული სამართლის კლინიკის ორგანიზებით შინაგან სამინისტროს არქივს სტუმრად ეწვივნენ ქ. თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
ვრცლად




22-11-2016

შინაგან საქმთა სამინისტროს აკადემიამ, საქართველოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და ადენაუერის ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმი მიზნად ისახავს შსს აკადემიის სტრუქტურულ ერთეულში - შსს არქივში დაცული მასალების პოპულარიზაციას, მხარეების მიერ ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას და შემდგომში შედეგების გასაჯაროვებას, ორმხრივი კულტურული, საგანმამათლებლო ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას.წინასწარი შეთანხმების საფუძველზე სტუდენტებს მიეცემათ საშუალება დაათვალიერონ შსს არქივის საცავები, მუზეუმები და აკადემიის შენობა. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებსაც ჩაატარებენ. ვრცლად

16-11-2016

სომხური დელეგაცია სტუმრად შსს არქივში

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში სტუმრად იმყოფებოდნენ სომხეთის საგანმანათლებლო კომპლექსის სტუდენტები და თანამშრომლები, რომლებიც შინაგან საქმთა სამინისტროს აკადემიაში კრიმინალისტიკის მოკლე კურსის შესასწავლად ჩამოვიდნენ. სასწავლო ვიზიტი საქართველოს შსს-ს აკადემიასა და სომხეთის საგანმანათლებლო კომპლექსს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. ვრცლად



12-09-2016

შსს- აკადემიის არქივმა საგურამოში წიგნის და მხატვრულ-დოკუმენტურიფილმის პრეზენტაცია გამართა

ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივის პროექტის - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად!“ ფარგლებში, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ამავე არქივში დაცული მასალების საფუძველზე მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - „ვინ მოკლა ილია“ და წიგნის - „არქივის კვალდაკვალ - მცხეთა-მთიანეთი“ პრეზენტაცია გაიმართა. ვრცლად


27-05-2016

ქართულ-აფხაზური შეხვედრის მესამე რაუნდი
(
ევროსაბჭოს სამმხრივი ფორმატის ფარგლებში)

ევროპის საბჭოს ინიცირებითა და მედიაციით, ნდობის აღდგენის ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში, ამა წლის 24-27 მაისს ქ. ერევანში
გაიმართა ქართულ-აფხაზური მხარეების რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა ერთობლივი გამოცემის
მოსამზადებელ სამუშაოებთანდაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.
ვრცლად


9-13 დეკემბერი 2015

ქართულ-აფხაზური შეხვედრის მეორე რაუნდი
(ევროსაბჭოს სამმხრივი ფორმატის ფარგლებში)

ევროპის საბჭოს ინიცირებითა და მედიაციით, ნდობის აღდგენის ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში, ამა წლის 9-13 დეკემბერს ქ. ვენეციაში გაიმართა ქართულ-აფხაზური მხარეების სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა ერთობლივი გამოცემის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. ვრცლად



9-13 დეკემბერი 2015

სტუმრად ვენეციის სახელმწიფო არქივში

2015 წლის 12 დეკემბერს, შსს არქივის დელეგაცია, ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და შსს აკადემიის რექტორის, ნუკრი გელაშვილის ხელმძღვანელობით ვენეციის სახელმწიფო არქივს ეწვია.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ საარქივო დაწესებულებას შორის სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები და დაიგეგმა მასალათა ეტაპობრივი ურთიერთგაცვლის პროცედურების დაწყება.
პირველ ეტაპზე, შესაძლებლობების ფარგლებში მოძიებულ იქნება საქართველოსთან დაკავშირებული XIV საუკუნის დოკუმენტაცია, რომლებიც, მასპინძელთა ვარაუდით, შესაძლოა ინახებოდეს ვენეციის სახელმწიფო არქივის შესაბამის საარქივო ფონდებში. ვრცლად



27-29 - 10-2015

ქართულ აფხაზური შეხვედრა სტამბულში
(ევროსაბჭოს სამმხრივი ფორმატის ფარგლებში)

ევროპის საბჭოს ინიცირებითა და მედიაციით, ნდობის აღდგენის ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში, ამაწლის 27-29 ოქტომბერს (ჩათვლით) ქ. სტამბულში გაიმართა ქართულ-აფხაზური მხარეების სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა საარქივო მასალების მართვა-მენეჯმენტთან დაკავშირებულ საორგანიზაციო ღონისძიებებს, პირადი მონაცემების ავტომატიზირებული დამუშავებისა და დაცვის შესახებ ევროპულ კონვენციას, აგრეთვე პროექტის - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“ - ფარგლებში ქართულ-აფხაზური ერთობლივი გამოცემის მოსამზადებელ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებს. ვრცლად


06-10-2015

რა ინფორმაციას ინახავს უშიშროების არქივი და ვისთვისაა ის ხელმისაწვდომი

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი, რომელიც ყოფილი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივებს აერთიანებს, ყველა დაინტერესებული პირისათვის ღიაა.

საარქივო მასალების ნაწილის გაცნობა უკვე ციფრულ ფორმატშია შესაძლებელი, ხოლო დარჩენილი ნაწილის დიგიტალიზაციის პროცესი კი, ახლაც მიმდინარეობს.

რა ინფორმაციას ინახავს უშიშროების არქივი, ისევ არის თუ არა ჯერჯერობით უცნობი და დაუმუშავებელი საარქივო მასალები შემორჩენილი და რა გეგმები აქვს ხელმძღვანელობას, - ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ხელმძღვანელს, ომარ თუშურაშვილს ესაუბრა. ვრცლად



02-10-2015

სომხეთის წარმომადგენლების ვიზიტი არქივში

2015 წლის 2 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივმა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მედიაციით უმასპინძლა მკვლევართა ჯგუფს სომხეთიდან. მკვლევართა მიზანია საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის აღდგენა, მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდა და თბილისის მსგავსად, წითელი ტერორის ტოპოგრაფიის ერევნის რუკის მომზადება. სამუშაო შეხვედრაზე შსს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ხვადაგიანმა და ისტორიკოსმა დავით ჯიშკარიანმა სტუმრებს გაუზიარეს პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი ინფორმაციის მოძიების გზებთან დაკავშირებით არსებული გამოცდილება, გააცნეს არქივში არსებული თანამედროვე სერვისების მუშაობის პრინციპები და კვლევითი საქმიანობის მეთოდოლოგია. ვრცლად



27-09-2015

27 სექტემბერი - სოხუმის დაცემა

7 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს აკადემიისა და შსს არქივის ხელმძღვანელები, დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრები. ვრცლად




17-09-2015

გერმანელი სტუმრები შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში

2015 წლის 17 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო

თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) თურქეთისა და კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორიმათიას კლინგერბერგი და
სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს
წარმომადგენლობის დირექტორილალი სანთელაძეესტუმრნენ. დელეგაციის წევრები შსს არქივის დირექტორს, ომარ თუშურაშვილსა და
არქივის თანამშრომლებს შეხვდნენ. ვრცლად


11-09-2015

საკრებულოში ილია ჭავჭავაძის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის ორგანიზებით, ილია ჭავჭავაძის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს თანადგომით, ილია ჭავჭავაძის ხსენების დღესთან დაკავშირებით საკრებულოს დიმიტრი ყიფიანის სახელობის სხდომათა დარბაზში შსს აკადემიის არქივის მიერ გადაღებული უნიკალურ მასალებზე დაფუძნებული ახალი დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება მოეწყო. ვრცლად


25-08-2015

არქივების წარმომადგენელთა შეხვედრა

25 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ. სოფიო იმერლიშვილი (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი), ეკატერინე მათიაშვილი (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საარქივო სამმართველოს უფროსი) და ნინო მდინარაძე (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საარქივოს სამმართველოს მრჩეველი) შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ხელმძღვალეობას შეხვდნენ. ვრცლად


08-08-2015

შვიდი წლის შემდეგ...

„აღდგენა ისტორიისა - ერის გამოცოცხლებაა, გამომხნევებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამორკვევაა სიბნელისაგან“, - ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები განსაკუთრებით აქტუალურია დღესდღეობით. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საფრთხე დიდი ხანია არსებობს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესის შეფერხება საბჭოთა რუსეთმა ჯერ კიდევ XX საუკუნეში ოსი სეპარატისტების ძალებით სცადა. ქვემოთ მოცემულ სტატიაში მოცემულია, თუ როდიდან იწყება ქართველებისა და ოსების თანაცხოვრება ქართულ მიწა-წყალზე და პროცესის სხვა ისტორიული ასპექტები. ვრცლად




26-05-2015

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა სტრუქტურულმა ერთეულმა, მათ შორის შსს აკადემიამ და არქივმაც მიიღეს. სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეირაღებისა და აღჭურვილობის გარდა, რუსთაველის გამზირზე გამოფენილი იყო შსს არქივის მიერ მომზადებული საინფორმაციო ბანერები და ყველა ის მასალა, რომელიც აქ წლების განმავლობაში იქმნებოდა, კერძოდ: ჟურნალ „საარქივო მოამბის„ 15 ნომერი, განსხვავებული თემატიკის სპეციალური გამოცემები, ფილმები (CD დისკების სახით), კალენდრები და წიგნები, რამაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოწვია. ვრცლად




21-04-2015

შსს არქივის სპეციალური გამოცემა

"საბჭოთა საქართველოს გასაიდუმლოებული ისტორია" შსს არქივის სპეციალური გამოცემაა,რომელიც სტატიების კრებულს წარმოადგენს. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ყველა ის წერილი, რომლებსაც განსაკუთრებული გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა, ერთ წიგნად შეგვეკრიბა და ამგვარი სახით მიგვეწოდებინა ერთგული მკითხველისთვის.
აღნიშნული გამოცემა, ფაქტობრივად, საქართველოს უახლეს ისტორიას1921-1989 წლებს ასახავს.


21-03-2015

შსს არქივის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში

2015 წლის 21-25 მარტს შსს არქივის დირექტორი ბატონი ომარ თუშურაშვილი და არქივის არქივარიუს-ანალიტიკოსი ბატონი ვლადიმერ ლუარსაბიშვილი მივლინებით იმყოფებოდნენ ქალაქ ვარშავაში (პოლონეთი), ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში. ვრცლად




18-03-2015

შსს-ს არქივის მიერ გამოცემული 2015 წლის კალენდარი ქართველი გმირების შთამომავლებს გადაეცათ

არქივის მიერ გამოცემული, 2015 წლის კალენდარი გადასცეს, რომელიც ქართველი გმირების ისტორიებს ეძღვნება.
ღონისძიებას გმირების შთამომავლები: ილამაზ მიწიშვილი, ლელა გოთუა, გურანდა ღვალაძე, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ვრცლად



25-02-2015


შსს-ს არქივმა კრებულის და ფილმის პრეზენტაცია გურიის რეგიონში გამართა


შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და მედიასახლ -„გურია NEWS“-ის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით, ჩოხატაურში, კინოთეატრ „გურიაში“ გაიმართა ღონისძიება - „აღადგინე ისტორია არქივთან ერთად“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი მდინარაძე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თეონა აქუბარდია, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და ჟურნალისტები. ვრცლად


24-11-2014

შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ ჩვენება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გადაღებული, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - „ვინ მოკლა ილია...“ -ს ჩვენება თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ჩვენებას შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, არქივის სხვა წარმომადგენლები, შსს-ს აკადემიის პრორექტორი ფრიდონ დიასამიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ავთანდილ ღელეღუტაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, თელავის მერიის წარმომადგენლები, ისტორიკოსები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ. ფილმის ჩვენება თბილისში შემდგარი პრემიერის შემდეგ რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს. ვრცლად


17-11-2014

შსს-ს არქივის, ჩეხეთის და სლოვაკეთის საელჩოების ერთობლივი გამოფენა გაიმართა

შსს-ს არქივის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების საელჩოების ერთობლივი გამოფენა - „1989 წელი“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პეტრ დრულაკი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, საქართველოს პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოფენა 25 წლის წინ, 17 ნოემბერს ჩეხეთსა და სლოვაკეთის განვითარებულ „ხავერდოვან რევოლუციად“ წოდებულ მოვლენებს მიეძღვნა. შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი გამოფენის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. მან ქართველი, სლოვაკი და ჩეხი ხალხების უახლეს ისტორიაში მომხდარ გარდამტეხ და ისტორიულ მოვლენებზე ისაუბრა.
ვრცლად