მოქალაქეებისათვის |
|
1. | ცნობების გაცემა |
ცნობის მისაღებად უნდა მიმართოთ შსს არქივს და შეავსოთ განაცხადის ფორმა. განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ მისამართზე: გმირი კურსანტების ქუჩა №4 (10:00-13:00 სთ) ან გამოგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: archive@mia.gov.ge ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ აქ. |
|
2. | საქმეებთან გაცნობა |
მოქალაქეებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გაეცნონ საკუთარ ან მათი ახლონათესავების (ოჯახის წევრების) საქმიანობებს, უნდა მიმართოთ შსს არქივს და შეავსოთ განაცხადის ფორმა. განაცხადის შევსება შესაძლებელია მისამართზე: გმირი კურსანტების ქუჩა №4 (10:00-13:00 სთ) ან გამოაგზავნოთ ელ.ფოსტით მისამართზე: archive@mia.gov.ge ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ აქ. |
|
3. | ასლების დამზადება |
საქმეების ან მისი რომელიმე ნაწილის ელექტრონული ასლის მოსამზადებლად უნდა მიმართოთ შსს არქივს და შეავსოთ განაცხადის ფორმა.აღნიშნული განაცხადი შეიძლება შეავსოთ საქმის გაცნობის შემდეგაც. განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ მისამართზე: გმირი კურსანტების ქუჩა №4 (10:00-13:00 სთ) ან გამოაგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: archive@mia.gov.ge ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ აქ. |
|
მკვლევარებსითვის |
|
- |
მკვლევარებმა, რომლებსაც სურთ არქივში მუშაობა, უნდა მიმართოთ შსს არქივს და შეავსოთ განაცხადის ფორმა. განაცხადი შეგიძლიათ შეავსოთ მისამართზე: გმირი კურსანტების ქუჩა №4 (10:00-13:00 სთ) ან გამოაგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: archive@mia.gov.ge მკვლევარებისთვის არქივში მუშაობს ორი სამკითხველო დარბაზი. უშიშროების არქივის დარბაზი ღიაა 11:00-18:00 სთ, მისამართზე გმირი კურსანტების ქუჩა №4 . პარტიული არქივის დარბაზი ღიაა 11:00-18:00 სთ, მისამართზე მუხიანი, გობრონიძის 12. მკვლევარებს დარბაზში შეუძლიათ გაეცნონ საქმეებს და მოითხოვონ ელვერსიების დამზადება. ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ აქ. |
ორგანიზაციებისთვის | |
- |
შსს არქივი სახელმწიფო ორგანიზაციებს ემსახურება უფასოდ დადგენილი წესით. აკადემიური და არასამთავრობო დაწესებულებებისთვის შესაძლებელია დამატებითი ხელშეკრულებების გაფორმება. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტის მისამართზე: archive@mia.gov.ge |
სერვისი უცხოეთიდან | |
- |
მოქალაქეებს და მკვლევარებს , რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში, შეუძლიათ ისარგებლონ არქივის ელექტრონული მომსახურებით. ამისთვის უნდაა შეავსოთ განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ ელ.ფოსტის მისამართზე: archive@mia.gov.ge. განაცხადის დამუშავების შემდეგ, არქივი განცხადების ავტორს გაუგზავნის გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვას და საბანკო ანგარიშს, სადაც უნდა გადაირიცხოს მომსახურების თანხა. თანხის გადახდის შემდეგ, არქივი დამკვეთს გაუწევს შესაბამის მომსახურებას. ტარიფები შეგიძლიათ იხილოთ აქ. |