შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონულ სამმართველოში ორმა მოქალაქემ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.
სულ ჩაბარებულია: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი, ტყვიამფრქვევის 3 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 15 ვაზნა.
აღნიშნული მოქალაქეები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდებიან.