2015 წლის 7-9 ივლისს შსს აკადემიაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (მსო) ორგანიზებით ჩატარდა ტრეინინგი პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესების მიზნით, რომელსაც ინტეგრირებული საზღვრის მართვის სპეციალისტი მარკ რიჩმონდი უძღვებოდა.
განიხილებოდა თემები: პრეზენტაციის დაგეგმვა, მომზადება და წარდგენა. თეორიულ საკითხებთან ერთად კურსი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლის დროსაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, გამოევლინათ მიღებული ცოდნა და უნარები.
პრეზენტაციის უნარებში კვალიფიკაცია აიმაღლეს შს სამინისტროს სხვადასხვა უწყების თანამშრომლებმა.