შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 1-ლი სამმართველოს ბაზაზე დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სამმართველოს ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა, საკუთარი სახსრებით, ლომისას წმინდა გიორგის ხატი მოაჭედინეს.
უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II წმინდა გიორგის ორივე ხატი აკურთხა. მისმა უწმინდესობამ შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა დალოცა. ღონისძიებას დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად 100 ჯარისკაცი დაესწრო.