შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტა...
10-03-2016

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა დალოცა

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საჩუქრად წმინდა გიორგის ხატი გადასცა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 1-ლი სამმართველოს ბაზაზე დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სამმართველოს ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა, საკუთარი სახსრებით, ლომისას წმინდა გიორგის ხატი მოაჭედინეს.

უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II წმინდა გიორგის ორივე ხატი აკურთხა. მისმა უწმინდესობამ შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა დალოცა. ღონისძიებას დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად 100 ჯარისკაცი დაესწრო.