შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გიორგი მ. და 1987 წელს დაბადებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალბინა ს. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 97 აბი (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) ე. წ. "ექსტაზი" ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმებით ალბინა ს-ს ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზის", ამფეტამინის და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).