შსს-ს სპეცილური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ინვალიდთა დახმარებისა და ინტეგრირების ლიგის“ წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო ღონისძიებაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებასთან მაქსიმალური ინტეგრირებისა და მატერიალური დახმარების მოზიდვის მიზნით, ახალციხის მე-5 საჯარო სკოლაში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქველმოქმედებისათვის საჭირო თანხის შეგროვებაში. შემოსული თანხის ნაწილი ახალციხის რაიონში მაცხოვრებელ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მოხმარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიური ჩართულობისა და საქველმოქვედო აქცაში შეტანილი წვლილისთვის „ინვალიდთა დახმარებისა და ინტეგრირების ლიგისგან“ მადლობის წერილი მიიღო. შს სამინისტრო აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში და სხვადასხვა აქციებში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებს.