2014 წლის 6 მაისს გიორგობის დღესასწაულზე შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების ბაზის ტერიტორიაზე გაიხსნა წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, რომელიც აკურთხა თბილისის ვერის სასაფლაოზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგიმ (ჩაჩუა).
სალოცავის კურთხევას ესწრებოდნენ შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და პირადი შემადგენლობა.