შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ივანე პაპიაშვილი, ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ლევან ჩიკვაიძე და შსს-ს პოლიციის ატაშე ბელორუსის რესპუბლიკაში, პოლიციის მაიორი გიორგი მოდებაძე ბელორუსელ კოლეგებს შეხვდნენ.
ქართულ დელეგაციას ოფიციალური შეხვედრების დროს ბელორუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მილიციის გენერალ-მაიორმა ვალენტინ მიხნევიჩმა, საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, მილიციის პოლკოვნიკმა ალექსანდრ აბლამეიკომ, კრიმინალური მილიციის ოპერატიული-საინფორმაციო საქმეების განყოფილების უფროსმა, მილიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდრ პოდგრუშამ, კრიმინალური მილიციის ნარკოკონტროლისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მილიციის პოლკოვნიკმა ვასილი ლოსიჩმა, კრიმინალური მილიციის ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მილიციის პოლკოვნიკმა ედუარდ ნიკიტინმა და კრიმინალური მილიციის სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს უფროსმა, მილიციის პოლკოვნიკმა ანატოლი საკოვიჩმა უმასპინძლეს.
ვიზიტის მიზანია ორგანიზებული და ნარკოტიკული დანაშაულის, ტერფიკინგის და საერთაშორისო ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოსა და ბელორუსის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.