შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს „საქართვევლოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სახეობის ფედერაციის“ მიერ ორგანიზებულ, უწყებებს შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით სროლის შეჯიბრში და გამარჯვება მოიპოვეს.
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ინდივიდუალურ შეჯიბრში 1-ლი, მე-2 და მე-3 ადგილები დაიკავეს, ხოლო გუნდურ შეჯიბრში მე-2 ადგილზე გავიდნენ. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.
ძალოვან უწყებებს შორის სამსახურებრივ-საშტატო იარაღით სროლის შეჯიბრი პირველად 2011 წელს ჩატარდა. წელს შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ და სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა.