საქართველოს შს სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 11 თებერვალს ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ინტერპოლის მიერ FIND პროექტის მეშვეობით მოხდა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზის (SMV) ინტეგრაცია საქართველოს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. დღეიდან შსს-ს საპატრულო პოლიციის და ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები საზღვრის კვეთისას, ავტომატურ რეჟიმში, მსუბუქი და სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემთა გადამოწმებას ინტერპოლის მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზაში მოახდენენ.
ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მონაცემთა ბაზას (SMV) ინტერპოლის წევრი ქვეყნები ყოველდღიურად ანახლებენ. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ბაზაში განთავსებულია 6844230 ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები.