შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა შალვა ბებიაშვილმა ძალისმიერი სპორტის სახეობათა საქართველოს ღია ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონი გახდა.
შალვა ბებიაშვილმა 125 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში 175 კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში 255კგ დაძლია.
ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მასში ოთხმოცმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.