შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ზურაბ ჭაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სტუმრებს შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მიმდინარე საქმიანობის სპეციფიკა დეტალურად გააცნეს. მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის მისიას შორის არსებული მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ქალაქ ახალციხეში, შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ბაზას ეწვივნენ და არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.