შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აქციის – „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლი გაიღეს. აქციაში დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ ღონისძიებაში რეგულარულად მონაწილეობს. აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.