შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შალვა ბებიაშვილმა უკრაინის ქალაქ ლუცკში, ძალისმიერი სამჭიდისა და სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან 125 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში ძალოვანი სტრუქტურების დივიზიონში იასპარეზა და ევროპის თასის ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატში 12 ქვეყნის 273 სპორტსმენი მონაწილეობდა. საქართველოს 6 კაციანმა ნაკრებმა ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.