შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ანდეზიტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კელიების სამშენებლო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.
დეპარტამენტის თანამშრომლები სოფელ ციხისჯვარში ბერი გაბრიელის სახელობის მონასტრის მონაზვნებს ზამთრისთვის შეშის მომზადებაში დაეხმარნენ.
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი მრავალი წელია აღნიშნულ ეკლესია-მონასტრებს დახმარებას უწევს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.