შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი ბერ-მონაზვნებს დაეხმარა
23-11-2016

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი ბერ-მონაზვნებს დაეხმარა

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი ბერ-მონაზვნებს დაეხმარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ანდეზიტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის კელიების სამშენებლო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა.

დეპარტამენტის თანამშრომლები სოფელ ციხისჯვარში ბერი გაბრიელის სახელობის მონასტრის მონაზვნებს ზამთრისთვის შეშის მომზადებაში დაეხმარნენ.

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი მრავალი წელია აღნიშნულ ეკლესია-მონასტრებს დახმარებას უწევს, რაც მომავალშიც გაგრძელდება.