შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენოტს სპორტულ კლუბ „მია ფორსს“ „ფორმულა 1“-ის პილოტი, მარკეტინგის მენეჯერი და ავტორბოლების ინდუსტრიის ერთ-ერთი ცნობილი სახე - ზოი ვიტაკერი ესტუმრა.
ზიო ვიტაკერს კლუბი „მია ფორსის“ პრეზიდენტმა არჩილ თალაკვაძემ, კლუბის მრბოლელმა, ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის ჩემპიონმა დათა ქაჯაიამ და კლუბის დირექტორმა პავლე ჯუღელმა უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში, ზოი ვიტაკერმა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა შოთა აფხაზავამ რუსთავის ავტოდრომზე სარბოლო ბოლიდით საპატიო წრე შეასრულეს.
მიმდინარე კვირაში „ფორმულა 1“-ის ტესტ-დრაივების პილოტი საქართველოში ე.წ. ღვინის გზას გაივლის და ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში თავის წვლილს შეიტანს.