შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის ა/რ განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.
აჭარის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი, მათი საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოზარდები წვევამდელთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკულ წვრთნების პროცესს დაესწრნენ. მოსწავლეებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის მიზანია მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.