შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბით მიმდინარე საფეხბურთო შიდა ტურნირის ფარგლებში გაიმართა ჯგუფური ეტაპის მორიგი თამაში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციისა და საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის გუნდები. გამარჯვება მოიპოვა სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის გუნდმა ანგარიშით 8:2.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტული შეჯიბრებები სისტემატურად იმართება. ამჯერად ტურნირში უწყების სტრუქტურული დანაყოფებიდან 27 გუნდი მონაწილეობს. აღნიშნული სახის ღონისძიებების მიზანია ხელი შეუწყოს უწყების თანამშრომელთა ჯანსაღი ცხოვრების წესს და მეგობრული გარემოს შექმნას.