შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს შიდა საფეხბურთო ტურნირის ფარგლებში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ც...
06-06-2015

შსს-ს შიდა საფეხბურთო ტურნირის ფარგლებში სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბით მიმდინარე საფეხბურთო შიდა ტურნირის ფარგლებში გაიმართა ჯგუფური ეტაპის მორიგი თამაში, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციისა და საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის გუნდები. გამარჯვება მოიპოვა სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის ადმინისტრაციის გუნდმა ანგარიშით 8:2.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპორტული შეჯიბრებები სისტემატურად იმართება. ამჯერად ტურნირში უწყების სტრუქტურული დანაყოფებიდან 27 გუნდი მონაწილეობს. აღნიშნული სახის ღონისძიებების მიზანია ხელი შეუწყოს უწყების თანამშრომელთა ჯანსაღი ცხოვრების წესს და მეგობრული გარემოს შექმნას.