შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს, პოლიტიკურ მრჩეველ ალინა ბელსკაიას და მეკავშირე ოფიცერ სერგეი მაკაროვს შეხვდა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა მიმდინარე საკითხებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.