საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამავე უწყების მიგრაციის საკითხთა ატაშეებს – ედგარს დოკანსა და ედმუნდს ლულს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობას შეეხო. სტუმრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულ წარმატებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც მიმდინარე, ასევე შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები.