შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე და სპორტული კლუბი „MIA FORCE“-ის წევრი დავით ქაჯაია FIA-მ (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის სპეციალური თასით დააჯილდოვა.
პარიზში გამართულ გალა-დაჯილდოებაზე ქართველმა სპორტსმენმა სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა. „დიდი სიამაყით წარმოვადგენ ჩემს პატარა ქვეყანას - საქართველოს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩემი გერმანული გუნდის წევრებს, რომელთა დამსახურებაცაა, რომ ავიხდინე ოცნება და დღეს აქ, თქვენთან ერთად ვარ!“-განაცხადა დავით ქაჯაიამ.
„MIA FORCE“-ის წევრმა პროფესიულ TC2T კლასში, ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატში (ETCC) ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.