შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე დათა ქაჯაია FIA-ს სპეციალური ...
04-12-2015

შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე დათა ქაჯაია FIA-ს სპეციალური თასით დაჯილდოვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე და სპორტული კლუბი „MIA FORCE“-ის წევრი დავით ქაჯაია FIA-მ (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის სპეციალური თასით დააჯილდოვა.

პარიზში გამართულ გალა-დაჯილდოებაზე ქართველმა სპორტსმენმა სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა. „დიდი სიამაყით წარმოვადგენ ჩემს პატარა ქვეყანას - საქართველოს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩემი გერმანული გუნდის წევრებს, რომელთა დამსახურებაცაა, რომ ავიხდინე ოცნება და დღეს აქ, თქვენთან ერთად ვარ!“-განაცხადა დავით ქაჯაიამ.

„MIA FORCE“-ის წევრმა პროფესიულ TC2T კლასში, ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატში (ETCC) ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.