შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის დაჯილდოვდნენ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამი თანამშრომელი, სამოქალაქო თავდაცვის საერთაშიროსო კომიტეტის სამდივნოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორდენის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ცერემონია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გაიმართა. სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, დირექტორის მოადგილე კახა ცერცვაძეს, სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკ დავით გელაშვილს და სააგენტოს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს სამსახურის უფროსს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკ ილია ხურციძეს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო კომიტეტის წოდებები და მედლები გადასცა.