შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მიიღეს მონაწილეობა. სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, ცენტრალური აპარატის თანამშრომლები და მთაწმინდა-კრწანისის სახანძრო- სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები „სისხლის ბანკის“ მეშვეობით ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქველმოქმედო აქციაში უკვე მესამი წელია მონაწილეობს. მიზანი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილეობას მომავალშიც მიიღებს.