შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ერთეული თხევადი ქლორის სპეციალური კონტეინერი აღმოაჩინეს. არსებობდა ქლორის გაჟონვის საფრთხე, რის გამოც ჩატარდა რიგი ღონისძიებები. ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების ჯგუფმა კონტეინერები ოპერატულად ამოიღო. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების სპეციალისტებმა აღმოჩენილი ნივთიერება შემდგომი უტილიზაციის მიზნით უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.