შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებულ გვირაბში სამძებრო სამუშაოები განახორციელეს. არსებული ურთულესი სამუშაო პირობების მიუხედავად, მოხდა 900 მეტრიანი გვირაბის დეტალური დათვალიერება. პარალელურად მიმდინარეობდა დაკარგული პირების სამძებრო ღონისძიებაც. ჩატარებული სამუშაოების შედეგად მაშველებმა ორი ავტომობილი აღმოაჩინეს.